შეხვედრა ზუგდიდში

18 თებერვალს, ზუგდიდის საზოგადოებრივი პროფესიული კოლეჯის, “ცხუმ-ეგრისის” სტუდენტთა და პედაგოგთათვის კიბეუსაფრთხოების სეზონური სკოლის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ კოლეჯის დირექტორი, გელა მამფორია, ხარისხის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტების უფროსები. დამსწრეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აპრილში დაგეგმილი სეზონური სკოლის შესახებ.