2019 წლის 28 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში ჩატარდა შეხვედრა თემაზე ,,კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები გლობალურ საინფორმაციო სივრცეში“.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ინფორმატიკის მიმართულების მკვლევარები, პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი და ის სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებული არიან ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებით.
შეხვედრა მიყავდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებულ პროფესორს, პროექტის მენეჯერს ნანი არაბულს.
ღონისძიების დასასრულს აუდიტორიის მიერ მომხსენებლისადმი დაისვა არაერთი შეკითხვა და გამოიხატა დიდი დაინტერესება თანამედროვე ციფრულ საინფორმაციო სივრცეში არსებულ საფრთხეებზე როგორც გლობალური, ასევე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით.