19 აპრილს, კიბერუსაფრთხოების უცხოელი ექსპერტის ჩეზარ ვასილესკუს მიერ ჩატარებული ტრენინგის შემდეგ, სეზონური სკოლის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც სკოლის მონაწილეებს და კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართეს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამია ბალახაძემ და რექტორის მოადგილემ რამაზ კვარაცხელიამ. კონფერენციის მსვლელობისას გამოიკვეთა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ერთიანი მუშაობის აუცილებლობა და მოიხაზა სამომავლო თემატიკის კონტურები.

კონფერენციის დასასრულს ეთა-ს რექტორის მოადგილემ, რამაზ კვარაცხელიამ სეზონური სკოლის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
