სარეზერვო ასლიდან აღდგენისას ყოველი ნაწილობრივი (დიფერენციალური) სარეზერვო ასლი ეფუძნება უკანასკნელად გაკეთებულ სრულ სარეზერვო ასლს, ანუ თუ ჯერ ხდება სრული ასლიდან აღდგენა (norecovery mode-ში), შემდეგ კი არსებულზე ნაწილობრივი სარეზერვო ასლიდან აღნადგენი ინფორმაციის დაშენება.
განვიხილოთ ახლა შემდეგი სცენარი: თუ გვაქვს სარეზერვო ასლიდან აღდგენის გეგმა, რომ კვირადღის სრული სარეზერვო ასლს მომდევნო კვირის ყოველ დღეს დაშენებოდა ნაწილობრივი ასლები, ხოლო ჩვენ ოთხშაბათს ხელით ერთი სრული ასლი შევქმენით, მაშინ ორშაბათის და სამშაბათის ნაწილობრივი ასლები მოითხოვენ კვირადღის სრული ასლის წინასწარ აღდგენას, ხოლო ხუთშაბათის, პარასკევის და შაბათისა – ოთხშაბათის სრული სარეზერვო ასლისას. სათაურში მოცემული შეცდომა, სავარაუდოდ, ამ რიგის არევამ გამოიწვია.