Cisco-ს ფაიერვოლების მართვის პროგრამა ASDM დაწერილია Java-ენაზე და გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად ვებ-ბრაუზერებსაც უკავშირდება. ბრაუზერები Edge, Chrom, IE, Opera და სხვები (მაგრამ არა Firefox) ინტერნეტში გასასვლელად სისტემურ პარამეტრებს იყენებენ.
თუ ეს პარამეტრები პროქსი-სერვერის მისამართსაც შეიცავს და მათში ლოკალური ქსელისთვის გამონაკლისები არ არის დაშვებული, ფაოერვოლი ქსელში მიმართვას ვერ შეასრულებს და მისი დაკიდების მიზეზიც ეს არის.
ამ დროს გაუშვი Windows-ის მართვის პანელიდან Default Programs და ნაგულისხმევ (Default) ბრაუზერად გააფორმე Mozilla Firefox, რომელიც ინტერნეტში ნაგულისხმევი (Default) გასვლისთვის ინტენეტის სისტემურ პარამეტრებს არ იყენებს. ASDM-კლიენტი შეუფერხებლად ამუშავდება.