Seasonal school Forums Forum SQL Server-ში სარეზერვო ასლიდან აღდგენის (Restore) მცდელობისას გამოდის შეცდომა:

Viewing 3 posts - 1 through 3 (of 3 total)
  • Author
    Posts
  • #525

    Error: can not find stable early version.

    #526

    სარეზერვო ასლიდან აღდგენისას ყოველი ნაწილობრივი (დიფერენციალური) სარეზერვო ასლი ეფუძნება უკანასკნელად გაკეთებულ სრულ სარეზერვო ასლს, ანუ თუ ჯერ ხდება სრული ასლიდან აღდგენა (norecovery mode-ში), შემდეგ კი არსებულზე ნაწილობრივი სარეზერვო ასლიდან აღნადგენი ინფორმაციის დაშენება.

    განვიხილოთ ახლა შემდეგი სცენარი: თუ გვაქვს სარეზერვო ასლიდან აღდგენის გეგმა, რომ კვირადღის სრული სარეზერვო ასლს მომდევნო კვირის ყოველ დღეს დაშენებოდა ნაწილობრივი ასლები, ხოლო ჩვენ ოთხშაბათს ხელით ერთი სრული ასლი შევქმენით, მაშინ ორშაბათის და სამშაბათის ნაწილობრივი ასლები მოითხოვენ კვირადღის სრული ასლის წინასწარ აღდგენას, ხოლო ხუთშაბათის, პარასკევის და შაბათისა – ოთხშაბათის სრული სარეზერვო ასლისას. სათაურში მოცემული შეცდომა, სავარაუდოდ, ამ რიგის არევამ გამოიწვია.

    #529

    ერთიც გაითვალისწინეთ: სარეზერვო ასლებს თუ ავტომატურ რეჟიმში აკეთებთ, მოერიდეთ ცალკე, ხელით მათ შექმნას. ხშირად სწორედ ეს იწვევს შეუთავსებლობას სარეზერვო ასლების ვერსიებს შორის.

Viewing 3 posts - 1 through 3 (of 3 total)
  • You must be logged in to reply to this topic.