Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Closing Season School
Keymasterსალომე,
ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი სასერტიფიკაციო პროგრამებია:
– Certified Information Systems Security Professional (CISSP)
– Certified Information Systems Auditor (CISA)
– Certified Information Security Manager (CISM)
– Certified in Risk and Information Systems Control (CRISC)
– Certified in the Governance of Enterprise IT (CGEIT)დეტალური ინფორმაცია თითოეულის შესახებ ხელმისაწვდომია სერტიფიკაციის წარმმართველი ორგანოების ვებ-გვერდებზე.
June 12, 2019 at 4:10 pm in reply to: SQL Server-ში სარეზერვო ასლიდან აღდგენის (Restore) მცდელობისას გამოდის შეცდომა: #529Closing Season School
Keymasterერთიც გაითვალისწინეთ: სარეზერვო ასლებს თუ ავტომატურ რეჟიმში აკეთებთ, მოერიდეთ ცალკე, ხელით მათ შექმნას. ხშირად სწორედ ეს იწვევს შეუთავსებლობას სარეზერვო ასლების ვერსიებს შორის.
June 12, 2019 at 3:04 pm in reply to: SQL Server-ში სარეზერვო ასლიდან აღდგენის (Restore) მცდელობისას გამოდის შეცდომა: #526Closing Season School
Keymasterსარეზერვო ასლიდან აღდგენისას ყოველი ნაწილობრივი (დიფერენციალური) სარეზერვო ასლი ეფუძნება უკანასკნელად გაკეთებულ სრულ სარეზერვო ასლს, ანუ თუ ჯერ ხდება სრული ასლიდან აღდგენა (norecovery mode-ში), შემდეგ კი არსებულზე ნაწილობრივი სარეზერვო ასლიდან აღნადგენი ინფორმაციის დაშენება.
განვიხილოთ ახლა შემდეგი სცენარი: თუ გვაქვს სარეზერვო ასლიდან აღდგენის გეგმა, რომ კვირადღის სრული სარეზერვო ასლს მომდევნო კვირის ყოველ დღეს დაშენებოდა ნაწილობრივი ასლები, ხოლო ჩვენ ოთხშაბათს ხელით ერთი სრული ასლი შევქმენით, მაშინ ორშაბათის და სამშაბათის ნაწილობრივი ასლები მოითხოვენ კვირადღის სრული ასლის წინასწარ აღდგენას, ხოლო ხუთშაბათის, პარასკევის და შაბათისა – ოთხშაბათის სრული სარეზერვო ასლისას. სათაურში მოცემული შეცდომა, სავარაუდოდ, ამ რიგის არევამ გამოიწვია.
June 12, 2019 at 2:53 pm in reply to: როგორ გავთიშოთ Symantec Endpoint Protection-ში ნოტიფიკაციის Popup-ფანჯარა? #523Closing Season School
Keymasterავტოსკანირების ფუნქციას ბევრი პლიუსი აქვს და მისი გათიშვა სარისკოა, თუმცა თუ კომპიუტერს სუსტი მონაცემები აქვს, ანტივირუსის ავტომატური ამოქმედება სერიოზულად ანელებს მანქანას და აღიზიანებს მომხმარებელს. აღნიშნული ფუნქციის ESET Admin-იდან ყველა კლიენტ-კომპიუტერზე გასათიშად გადადგი შემდეგი ნაბიჯები:
-
გაუშვი ESET Remote Administrator Console
Tools → Policy Manager და აირჩიე Server Policy
დააჭირე ღილაკს Edit და ჩამოშალე Windows desktop v5 → Kernel → Settings → Scheduler/Planner, რის შემდეგაც კიდევ ერთ Edit-ზე დააწკაპუნე
ფანჯარაში Scheduled Tasks დააწკაპუნეთ ღილაკზე Add
ჩამოშლად სიაში აირჩიე Automatic startup file check და დააწკაპუნე ღილაკზე Next
რედაქტირების ველში ჩაწერე რამე (მაგ. “Avtoskanirebis gatishva”) და აირჩიე რადიოღილაკი Event Triggered
Next-ღილაკზე დაჭერის შემდეგ აირჩიე Every time computer starts და Next
აირჩიე Wait until the next scheduled time (განყოფილება If the task did not run) და Next
Finish და Ok
აირჩიე შენს მიერ ეს-ესაა შექმნილი ამოცანა (“Avtoskanirebis gatishva”) და დააჭირე ღილაკს Mark for deletion
Ok -> Yes -> Ok-ით დაასრულე პროცესი.June 12, 2019 at 2:48 pm in reply to: როგორ გავთიშოთ Symantec Endpoint Protection-ში ნოტიფიკაციის Popup-ფანჯარა? #522Closing Season School
Keymasterმადლობა დიდი, ბარემ ESET-ზეც გკითხავთ: NOD-ში ავტომატური სკანირების ფუნქციის გათიშვა მინდა და ვერ მივაგენი.
June 12, 2019 at 2:46 pm in reply to: როგორ გავთიშოთ Symantec Endpoint Protection-ში ნოტიფიკაციის Popup-ფანჯარა? #521Closing Season School
Keymasterგახსენი კონფიგურაციის დიალოგი -> Antivirus and Antispam Protection -> File System auto-protect -> Notifications -> [uncheck] Display a notification message when a risk is detected
June 12, 2019 at 2:40 pm in reply to: Cisco ASDM-კლიენტი (ფაიერვოლის მართვის პროგრამა) უსასრულოდ ირთვება #519Closing Season School
Keymasterმადლობა, იმუშავა.
June 12, 2019 at 2:39 pm in reply to: Cisco ASDM-კლიენტი (ფაიერვოლის მართვის პროგრამა) უსასრულოდ ირთვება #518Closing Season School
KeymasterCisco-ს ფაიერვოლების მართვის პროგრამა ASDM დაწერილია Java-ენაზე და გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად ვებ-ბრაუზერებსაც უკავშირდება. ბრაუზერები Edge, Chrom, IE, Opera და სხვები (მაგრამ არა Firefox) ინტერნეტში გასასვლელად სისტემურ პარამეტრებს იყენებენ.
თუ ეს პარამეტრები პროქსი-სერვერის მისამართსაც შეიცავს და მათში ლოკალური ქსელისთვის გამონაკლისები არ არის დაშვებული, ფაოერვოლი ქსელში მიმართვას ვერ შეასრულებს და მისი დაკიდების მიზეზიც ეს არის.
ამ დროს გაუშვი Windows-ის მართვის პანელიდან Default Programs და ნაგულისხმევ (Default) ბრაუზერად გააფორმე Mozilla Firefox, რომელიც ინტერნეტში ნაგულისხმევი (Default) გასვლისთვის ინტენეტის სისტემურ პარამეტრებს არ იყენებს. ASDM-კლიენტი შეუფერხებლად ამუშავდება. -
AuthorPosts