Forum Replies Created

Viewing 8 posts - 1 through 8 (of 8 total)
  • Author
    Posts
  • cyberadmin
    Keymaster

    სალომე,

    ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი სასერტიფიკაციო პროგრამებია:
    – Certified Information Systems Security Professional (CISSP)
    – Certified Information Systems Auditor (CISA)
    – Certified Information Security Manager (CISM)
    – Certified in Risk and Information Systems Control (CRISC)
    – Certified in the Governance of Enterprise IT (CGEIT)

    დეტალური ინფორმაცია თითოეულის შესახებ ხელმისაწვდომია სერტიფიკაციის წარმმართველი ორგანოების ვებ-გვერდებზე.

    cyberadmin
    Keymaster

    ერთიც გაითვალისწინეთ: სარეზერვო ასლებს თუ ავტომატურ რეჟიმში აკეთებთ, მოერიდეთ ცალკე, ხელით მათ შექმნას. ხშირად სწორედ ეს იწვევს შეუთავსებლობას სარეზერვო ასლების ვერსიებს შორის.

    cyberadmin
    Keymaster

    სარეზერვო ასლიდან აღდგენისას ყოველი ნაწილობრივი (დიფერენციალური) სარეზერვო ასლი ეფუძნება უკანასკნელად გაკეთებულ სრულ სარეზერვო ასლს, ანუ თუ ჯერ ხდება სრული ასლიდან აღდგენა (norecovery mode-ში), შემდეგ კი არსებულზე ნაწილობრივი სარეზერვო ასლიდან აღნადგენი ინფორმაციის დაშენება.

    განვიხილოთ ახლა შემდეგი სცენარი: თუ გვაქვს სარეზერვო ასლიდან აღდგენის გეგმა, რომ კვირადღის სრული სარეზერვო ასლს მომდევნო კვირის ყოველ დღეს დაშენებოდა ნაწილობრივი ასლები, ხოლო ჩვენ ოთხშაბათს ხელით ერთი სრული ასლი შევქმენით, მაშინ ორშაბათის და სამშაბათის ნაწილობრივი ასლები მოითხოვენ კვირადღის სრული ასლის წინასწარ აღდგენას, ხოლო ხუთშაბათის, პარასკევის და შაბათისა – ოთხშაბათის სრული სარეზერვო ასლისას. სათაურში მოცემული შეცდომა, სავარაუდოდ, ამ რიგის არევამ გამოიწვია.

    cyberadmin
    Keymaster

    ავტოსკანირების ფუნქციას ბევრი პლიუსი აქვს და მისი გათიშვა სარისკოა, თუმცა თუ კომპიუტერს სუსტი მონაცემები აქვს, ანტივირუსის ავტომატური ამოქმედება სერიოზულად ანელებს მანქანას და აღიზიანებს მომხმარებელს. აღნიშნული ფუნქციის ESET Admin-იდან ყველა კლიენტ-კომპიუტერზე გასათიშად გადადგი შემდეგი ნაბიჯები:

      გაუშვი ESET Remote Administrator Console
      Tools → Policy Manager და აირჩიე Server Policy
      დააჭირე ღილაკს Edit და ჩამოშალე Windows desktop v5 → Kernel → Settings → Scheduler/Planner, რის შემდეგაც კიდევ ერთ Edit-ზე დააწკაპუნე
      ფანჯარაში Scheduled Tasks დააწკაპუნეთ ღილაკზე Add
      ჩამოშლად სიაში აირჩიე Automatic startup file check და დააწკაპუნე ღილაკზე Next
      რედაქტირების ველში ჩაწერე რამე (მაგ. “Avtoskanirebis gatishva”) და აირჩიე რადიოღილაკი Event Triggered
      Next-ღილაკზე დაჭერის შემდეგ აირჩიე Every time computer starts და Next
      აირჩიე Wait until the next scheduled time (განყოფილება If the task did not run) და Next
      Finish და Ok
      აირჩიე შენს მიერ ეს-ესაა შექმნილი ამოცანა (“Avtoskanirebis gatishva”) და დააჭირე ღილაკს Mark for deletion
      Ok -> Yes -> Ok-ით დაასრულე პროცესი.
    cyberadmin
    Keymaster

    მადლობა დიდი, ბარემ ESET-ზეც გკითხავთ: NOD-ში ავტომატური სკანირების ფუნქციის გათიშვა მინდა და ვერ მივაგენი.

    cyberadmin
    Keymaster

    გახსენი კონფიგურაციის დიალოგი -> Antivirus and Antispam Protection -> File System auto-protect -> Notifications -> [uncheck] Display a notification message when a risk is detected

    cyberadmin
    Keymaster

    მადლობა, იმუშავა.

    cyberadmin
    Keymaster

    Cisco-ს ფაიერვოლების მართვის პროგრამა ASDM დაწერილია Java-ენაზე და გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად ვებ-ბრაუზერებსაც უკავშირდება. ბრაუზერები Edge, Chrom, IE, Opera და სხვები (მაგრამ არა Firefox) ინტერნეტში გასასვლელად სისტემურ პარამეტრებს იყენებენ.
    თუ ეს პარამეტრები პროქსი-სერვერის მისამართსაც შეიცავს და მათში ლოკალური ქსელისთვის გამონაკლისები არ არის დაშვებული, ფაოერვოლი ქსელში მიმართვას ვერ შეასრულებს და მისი დაკიდების მიზეზიც ეს არის.
    ამ დროს გაუშვი Windows-ის მართვის პანელიდან Default Programs და ნაგულისხმევ (Default) ბრაუზერად გააფორმე Mozilla Firefox, რომელიც ინტერნეტში ნაგულისხმევი (Default) გასვლისთვის ინტენეტის სისტემურ პარამეტრებს არ იყენებს. ASDM-კლიენტი შეუფერხებლად ამუშავდება.

Viewing 8 posts - 1 through 8 (of 8 total)