შეხვედრა თელავში

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 მარტს შემდგარი საინფორმაციო შევედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სეზონური სკოლის ორგანიზატორების, პარტნიორების, სასწავლო პროგრამის და შესარჩევი პროცედურების შესახებ. დამსწრეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს კიბერუსაფრთხოების თემატიკის და სეზონური სკოლის პროგრამის მიმართ და აღნიშნეს, რომ თელავის უნივერსიტეტში ამ მიმართულებით სამომავლო თანაშრომლობის საკმაო პოტენციალი არსებობს.