სეზონური სკოლის პირველი შესარჩევი ეტაპი სრულდება

30 მარტამდე მიმდინარეობს სეზონური სკოლის “კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები გლობალურ საინფორმაციო სივრცეში” შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კონკურსში მონაწილების მიღება შეუძლიათ აპლიკანტებს საქართველოს ყველა რეგიონიდან, გარდა თბილისისა.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს ერთერთს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან:

  • უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შტატიანი ან მიწვეული პედაგოგი სამეცნიერო ხარისხით (დოქტორი ან დოქტორთან გათანაბრებული), რომელსაც  სადოქტორო ხარისხი მიენიჭა გასული 7 წლის განმავლობაში და რომელიც კომპიუტერული უსაფრთხოების ან მომიჯნავე სფეროში ატარებს სასწავლო ღონისძიებებს.
  • უნდა იყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრანტი და დოქტორანდი და სპეციალიზაციად არჩეული უნდა ჰქონდეს კიბერუსაფრთხოების კვლევის და ანალიზის მეთოდები ან რომელიმე მომიჯნავე მიმართულება.
  • უნდა იყოს კვლევითი ან სხვა ტიპის, კერძო, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების სფეროში საკმარისი წინასწარი კომპეტენციით და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებით.

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგი მონაცემებით:

  • გვარი, სახელი
  • ორგანიზაციის დასახელება
  • ტელეფონის ნომერი
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა)
  • ავტობიოგრაფია (CV) – Word-ის ან PDF-ფორმატის ფაილში

შერჩეულ კანდიდატებთან კავშირი განხორციელდება ელექტრონული ფოსტით და კონკურსის მეორე ეტაპზე ისინი გაივლიან ონლაინ-ტესტირებას.