სეზონურმა სკოლამ თემაზე “კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები გლობალურ საინფორმაციო სივრცეში” მუშაობა დაიწყო

15 აპრილს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიციალურად გაიხსნა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სეზონური სკოლა”კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები გლობალურ საინფორმაციო სივრცეში”.

გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეებს მიესალმნენ აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი და პროექტის მენეჯერი, ასოცირებული პროფესორი ნანი არაბული.

სეზონური სკოლის პირველი სესია კიბერმდგრადობის საკითხებს დაეთმო. ტრენერმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა დავით გულუამ გააშუქა სარგებლიანი და საიმედო ინფორმაციული ინფრასტრუქტურის აგების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფორმაციის საიმედო შენახვის პრობლემებსა და ავარიული და კატასტროფული სიტუაციებიდან სისტემების აღდგენის პრობლემებზე.