სეზონური სკოლა – მეორე სესია

16 აპრილი სეზონური სკოლის “კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები გლობალურ საინფორმაციო სივრცეში” მეორე სამუშაო დღე იყო, რომელიც კიბერცნობიერების ამაღლების და კიბერჰიგიენის უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს კიბერსივრცეში სადღეისოდ არსებულ პრობლემებს მიეძღვნა. კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრია გოცირიძემ სკოლის მონაწილეებს აღნიშნულ თემებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და პრობლემებთან გამკლავების მრავალფეროვან მეთოდებზეც ესაუბრა. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სოციალურ ქსელებში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებს და საშუალებებს.