კიბერურსართხოების სეზონური სკოლის დახურვა

19 აპრილს, კიბერუსაფრთხოების უცხოელი ექსპერტის ჩეზარ ვასილესკუს მიერ ჩატარებული ტრენინგის შემდეგ, სეზონური სკოლის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც სკოლის მონაწილეებს და კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართეს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამია ბალახაძემ და რექტორის მოადგილემ რამაზ კვარაცხელიამ. კონფერენციის მსვლელობისას გამოიკვეთა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ერთიანი მუშაობის აუცილებლობა და მოიხაზა სამომავლო თემატიკის კონტურები.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი მამია ბალახაძე სეზონური სკოლის დასკვნით კონფერენციაზე

კონფერენციის დასასრულს ეთა-ს რექტორის მოადგილემ, რამაზ კვარაცხელიამ სეზონური სკოლის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

სეზონური სკოლის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალი