სეზონური სკოლის მეექვსე სესია

კიბერუსაფრთხოების სეზონური სკოლის მუშაობის დასკვნით მეექვსე სესიაზე სასწავლო აქტივობებს უცხოელი სპეციალისტი, რუმინეთის თავდაცვის რესურსების მართვის რეგიონალური დეპარტამენტის (DRESMARA) პროფესორი, პოლკოვნილი ჩეზარ ვასილესკუ წარმართავდა, რომელმაც დამსწრეებს გლობალურ საინფორმაციო სივრცეში არსებული აქტუალური პრობლემები და მათთან გამკლავების ხერხები გააცნო. უმაღლესი რანგის რისკებიდან განსაკუთრები ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის მართვის, ე.წ. SCADA-სისტემების წინაშე მდგარ რისკებს და მათი მინიმიზაციის მეთოდებს.