კიბეუსაფრთხოების სეზონური სკოლა – მესამე სესია

სეზონური სკოლის 17 აპრილის სესია, რიგით მესამე ქსელური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს დაეთმო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და IT-დეპარტამენტის წამყვანმა სისტემურმა და ქსელურმა სპეციალისტმა, Cisco CCNA-სერტიფიცირებულმა ტრენერმა, ვლადიმერ ადამიამ სკოლის მონაწილეებს კომპიუტერული ქსელის სხვადასხვა დონის კიბერუსაფრთხოების რისკები და მათთან ბრძოლის მეთოდები გააცნო. დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქსელურ ინფრასტრუქტურასთან არაავტორიზებული წვდომის პრევენციის საკითხებს და საიმედო IPS-სისტემების აგების ინსტრუმენტებს.