სეზონური სკოლა – მეოთხე და მეხუთე სესია

18 აპრილს კიბერუსაფრთხოების სეზონური სკოლის მეხუთე და მეექვსე სესიები გაიმართა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ დამსწრეებს ინფორმაციის დაცვის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები გააცნო და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა წარმოუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების განყოფილების მენეჯერმა ომარ აბშილავამ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი საკითხები გააშუქა და ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთიან კონცეფციაში.